კურსის შესახებ

კურსის მიზანი: ტრენინგკურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. 

ვის შეუძლია გაიაროს ტრენინგი? ტრენინგკურსის გავლა შეუძლია საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს, თუ მას  არ აქვს გავლილი აღნიშნული კურსი (II დონის ტრენინგი) ან პროექტზე დაფუძნებული სწავლება (INTEL-ს სასწავლო სერიიდან).

რამდენ ხნიანია ტრენინგი? ტრენინგი მოიცავს 8 სატრენინგო დღეს, სულ 32 საკონტაქტო და 18 არასაკონტაქტო საათს.

როდის და როგორ ჩაარება ტრნინგი? ტრენინგი ჩატარება მხოლოდ შაბათ კვირას და თითოეული სატრენინგი დღის ხანგრძლივობაა 4 სათი.

მომენიჭება თუ არა კრედიტი? აღნიშნული ტრენინგ კურსი ჯამში 50 სთ-იანია და მასწავლებელს სრულად დასწრების და შესრულებული დავალებების საფუძველზე მიენიჭება 2 კრედიტქულა.

რას ვისწავლი ამ ტრენინგზე? ტრენინგის განმავლობაში მასწავლებლები დაგეგმავენ ICT-ის გამოყენებით გაკვეთილს იმ საგანში, რომელსაცასწავლიან, შექმნან შესაბამის რესურსს. ისწავლიან ბლოგის შექმნას და მის გამოყენებას საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

No comments:

პოპულარული პოსტები